ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ნამახვანჰესის" ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ ისტორია აჩვენებს გამჭვირვალობის კანონის საჭიროებას. მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს ენერგეტიკული პროექტი, რამაც საქართველოს შესაძლოა ფინანსური ზიანი მოუტანოს.

შალვა პაპუაშვილი: “ნამახვანჰესის" ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი
შალვა პაპუაშვილი: “ნამახვანჰესის" ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონიPOSTV

“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს – რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის, მათ შორის, დაფინანსება ერთი ქვეყნის ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა. ასე რომ, ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს “FARA-ს” კანონით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „FARA-ს” რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.

„ეს არის ჭეშმარიტება, რომლის შემოტრიალება სცადა ბრიუსელმა და, სხვათა შორის, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამაც. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აბსოლუტურად ყალბი კამპანია აწარმოა და შეგახსენებთ, რომ ყველაზე ქართულ კანონს ქალბატონმა დეგნანმა დაარქვა რუსული კანონი და ეს პროპაგანდისტული ნარატივი, მათივე დაფინანსებული “ენჯეობის” საშუალებით სცადეს, რომ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ. მაგრამ ნახეთ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ რა პასუხიც გასცა ამ ყალბ ნარატივს.

ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა და ასე გავედით არჩევნებზე, და ეს არჩევნები, რომელიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად, ამ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მილიონ ას ოცმა ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ყველა ამ კანონს, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.

ამ დღეებში შეგვახსენეს “ნამახვანჰესის” თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს, კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც, ფაქტობრივად, აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ.

გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მოგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.

ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – “მწვანე ალტერნატივა”, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია – სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი, რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო.

ასე რომ, “ნამახვანჰესის” ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება. რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით" - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები