ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დღეს ძალადობას თავად მაკრონი ქმნის, ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ის არის, ახლა მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს"- "ყვითელჟილეტიანებთა" კოორდინატორი

საფრანგეთში მორიგი საპროტესტო ტალღის ფონზე 70 000 სამართალდამცველი და ჯავშანტექნიკაა მობილიზებული, პარიზში აკრძალული მსვლელობის შემდეგ კი დემონსტრანტები ძალადობის პროვოცირებაში ემანუელ მაკრონს ადანაშაულებენ.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები საფრანგეთში - ქვეყანაში, მორიგი საპროტესტო ტალღა იწყება. მობილიზებულია 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი. არეულობის პრევენციისთვის, ვერტმფრენები, დრონები და ჯავშანტექნიკა გამოიყენება.

პარიზში მთავარი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა პოლიციამ დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

საფრანგეთში იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფი, რომელმაც "ყვითელჟილეტიანებთა" კოორდინატორი ბენჟამენ ბალი ექსკლუზიურად ჩაწერა. ბენჟამენ ბალის განცხადებით, პროტესტი მასშტაბური იქნება და მას ვერ შეჩერებს ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც მაკრონის მთავრობამ ქუჩაში გამოიყვანა

"ყვითელჟილეტიანები" ასევე აცხადებენ, რომ თუ დღეს ჩვენ პარიზის ქუჩებში ძალადობას ვიხილავთ, ეს ძალადობა ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ იქნება გამოწვეული.

"დღეს მთელ საფრანგეთში უზარმაზარი დემონსტრაცია გაიმართება. ხალხი მასობრივ პროტესტს გეგმავს. ხალხი ფეხზე დგება საერთო მოთხოვნების დასაცავად. აქ არიან - ექთნები, მეხანძრეები, ფერმერები. ასევე "ყვითელ ჟილეტიანები" და სტუდენტები. სწორედ ამიტომ გამოვდივართ.

დღეს ძალადობას თავად ემანუელ მაკრონი ქმნის. მან დემონსტრაციის სტრუქტურა მოშალა. ეს განზრახ გააკეთა. ბოლო წუთს ხალხს შეკრება აუკრძალა. ხალხი დაიბნა. ეს ხდება მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ყველაფერზე პასუხისმგებელი კი სწორედ ემანუელ მაკრონია. ახლა მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს," - აცხადებს აქციის მონაწილე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს მთელ საფრანგეთში უზარმაზარი დემონსტრაცია გაიმართება. ხალხი მასობრივ პროტესტს გეგმავს. ხალხი ფეხზე დგება საერთო მოთხოვნების დასაცავად. აქ არიან - ექთნები, მეხანძრეები, ფერმერები. ასევე "ყვითელ ჟილეტიანები" და სტუდენტები. სწორედ ამიტომ გამოვდივართ. დღეს ძალადობას თავად ემანუელ მაკრონი ქმნის. მან დემონსტრაციის სტრუქტურა მოშალა. ეს განზრახ გააკეთა. ბოლო წუთს ხალხს შეკრება აუკრძალა. ხალხი დაიბნა. ეს ხდება მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ყველაფერზე პასუხისმგებელი კი სწორედ ემანუელ მაკრონია. ახლა მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს,“
„და სტუდენტები. სწორედ ამიტომ გამოვდივართ. დღეს ძალადობას თავად ემანუელ მაკრონი ქმნის. მან დემონსტრაციის სტრუქტურა მოშალა. ეს განზრახ გააკეთა. ბოლო წუთს ხალხს შეკრება აუკრძალა. ხალხი დაიბნა. ეს ხდება მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ყველაფერზე პასუხისმგებელი კი სწორედ ემანუელ მაკრონია. ახლა მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში, დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად მოქალაქეები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან - დაანონსებულ აქციებს საფრანგეთის ხელისუფლება ძალოვანი უწყებების სრული მობილიზებით პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები