ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ევრობიურიკრატების განცხადებების შესახებ: ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევა

საკონსტიტუციო სასამართლო

აკაკი ალადაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს „უხეში პოლიტიკური მოტივი“ აქვს.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები შეაფასა, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევა. ეს ავტორები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენთვის ძალიან კარგად არიან ნაცნობი. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ავტორობითაც ევროპარლამენტმა მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ისინი დიქტატორ სააკაშვილს მოიხსენიებენ „დემოკრატიის შუქურად“, „პოლიტპატიმრად“. ამდენი უსამართლო რეზოლუციის მერე ქართულმა საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნო და მათი ეს განცხადებები საინტერესო აღარ არის”, - განაცხადა ალადაშვილმა.

აღნიშნულ თემას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა. „18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი", - განაცხადა პრემიერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ პარტიებს ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ელჩებს ესაუბრონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები