ირაკლი კობახიძე – უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა ეს აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, ჩანს პოლიტიკური მოტივი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე დემოკრატიის დარღვევაზე არავის უსაუბრია, საქართველოს მიმართ კი ორმაგი სტანდარტები და უხეში პოლიტიკური მოტივი მოქმედებს.

ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი – 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, პრინციპში, რადგან ეს არის აბსურდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვერც იტყოდნენ ამას, ვინაიდან ეს არის აბსურდი და ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი.
„რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვაა ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვაა ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…