პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

ირაკლი კობახიძე – პარტიების აკრძალვა ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური ინსტრუმენტია, როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე

საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტიების აკრძალვა დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტრუმენტია, ხოლო პროცესის არადემოკრატიულად გამოცხადება — სპეკულაცია. მისი თქმით, დღეს გადაწყდება, ვინ წარადგენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ირაკლი კობახიძე – პარტიების აკრძალვა ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური ინსტრუმენტია, როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე
პირველი არხი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტია, რომელიც არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიები როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე.

„პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების, მათ შორის, ევროპული პრინციპების დარღვევა. ეს პარტიები როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე. ეს არ არის სწორი. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პირველ რიგში, ყველა უნდა გაეცნოს სამართლებრივ ნიუანსებს, სარჩელის შინაარსს, შემდეგ გადაწყვეტილების შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს სამართლებრივი შეფასებები და მერე ყველაფერი დანარჩენი.

რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ასეთი წარმოების დაწყება ნიშნავს არადემოკრატიული პროცესების განვითარებას, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაციაა, მით უმეტეს, რომ არსებობს კონკრეტული, უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აიკრძალა პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევაში არავინ საუბრობს რაიმე დემოკრატიული პრინციპის დარღვევაზე. პირიქით, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის სამართლებრივი პროცესი. მთავარია, რომ ყველამ გაიაზროს სარჩელის შინაარსი და ამის საფუძველზე გააკეთოს სამართლებრივი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ წარადგენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები