ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: ევროკავშირი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო აქტიურ როლს ითხოვს, რათა აშშ-ის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურ როლს ითხოვს, რათა აშშ-ის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს, რადგან ვაშინგტონის მიდგომა მოსკოვის სასარგებლოდ შეიცვალა. ბრიუსელში არც რუსეთის წარმომადგენლებთან პირდაპირ კონტაქტს გამორიცხავენ.

Euronews: ევროკავშირი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო აქტიურ როლს ითხოვს, რათა აშშ-ის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს
Euronews: ევროკავშირი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო აქტიურ როლს ითხოვს, რათა აშშ-ის პოზიციაზე გავლენა მოახდინოსიმედინიუსი

ევროკავშირი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსეთის წარმომადგენლებთან პირდაპირ კონტაქტსაც მოიცავდეს. ევროკავშირის მიზანია, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობით ვაშინგტონის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს, რადგან ბოლო პერიოდში აშშ-ის მიდგომა მკვეთრად შეიცვალა მოსკოვის სასარგებლოდ, წერს ტელეარხი.

შეერთებული შტატები ნოემბერში, შუალედური არჩევნების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების ტექნიკურ დონეზე განახლებას გეგმავს. კიევი აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ დროს მიიღოს მონაწილეობა, მოსკოვმა კი მოლაპარაკებების განახლებისთვის პრინციპული მზადყოფნა გამოთქვა.

Euronews-ის ინფორმაციით, სამშვიდობო პროცესი თებერვალში შეჩერდა, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ვაშინგტონის დიპლომატიური ყურადღება დიდწილად ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანა.

ბრიუსელი მოლაპარაკებების შესაძლო განახლებას სამმხრივი ფორმატიდან მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლის შესაძლებლობად მიიჩნევს. ეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელ წარმომადგენლებსაც მიიყვანს და ევროკავშირს ვაშინგტონის პოზიციაზე გავლენის მოხდენის საშუალებას მისცემს. აშშ-ის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა, რომლებიც მოსკოვისთვის ხელსაყრელად აღიქმება, ევროპულ დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა, ევროპას არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა პარტნიორებმა მისი პოზიცია უგულებელყვეს ან მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა წარმატების გარანტია არ არის, წერს Euronews-ი.

„ახლა არსებობს მოლოდინი, რომ გაიმართება მრავალმხრივი დისკუსია მაღალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით და ამ მოლაპარაკებებს ევროკავშირიც დაესწრება“, - განაცხადა პარასკევს ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ არიანა პოდესტამ.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ცდილობდა, უკრაინას ძლიერი პოზიციიდან ემოქმედა და სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა ჰქონოდა.

პოდესტას განცხადებით, ევროკავშირი მოლაპარაკებებზე ერთობლივად უნდა წარმოადგინონ ევროკომისიამ, რომელიც ბლოკის აღმასრულებელი ორგანოა, და ევროპულმა საბჭომ, რომელიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა არსებობს მოლოდინი, რომ გაიმართება მრავალმხრივი დისკუსია მაღალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით და ამ მოლაპარაკებებს ევროკავშირიც დაესწრება“
არიანა პოდესტა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: აშშ ევროპას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით რუსეთის გაყინული აქტივების ნაწილის განბლოკვას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები