დეა მეტრეველი: დიქტატურულ სახელმწიფოებში ერთ კორუფციონერ მაღალჩინოსანს მეორე ცვლის - ასე მუშაობს ეს ციკლი
რომეო მიქაუტაძის ჩამორთმეულ ქონებას ხარობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები - დიდი ჟრიამული და კმაყოფილებაა სოც ქსელებში. თითქოს ამით მათი ოჯახების მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა. ქვეყანაში დასრულდა სიღარიბე და ბავშვების შიმშილიც.
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
რომეო მიქაუტაძის ჩამორთმეულ ქონებას ხარობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები - დიდი ჟრიამული და კმაყოფილებაა სოც ქსელებში.
თითქოს ამით მათი ოჯახების მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა. ქვეყანაში დასრულდა სიღარიბე და ბავშვების შიმშილიც.
დიქტატურულ სახელმწიფოებში ერთ კორუფციონერ მაღალჩინოსანს მეორე ცვლის - ასე მუშაობს ეს ციკლი, სხვაგვარად ვერ იარსებებს სისტემა. კი, სხვასაც დაიჭერენ და ამ სანახაობებით გამოკვებავენ გაღარიბებულ მოსახლეობასაც. სულ ესაა.
ხოდა, თუ რამე უნდა გვახარებდეს და სიამოვნებას გვანიჭებდეს, ქვეყნის განვითარება, ბედნიერი და წარმატებული მოქალაქეები, სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი ემიგრანტები და ევროკავშირში გაწევრიანებული საქართველოა. აი, წესით ამით უნდა ვხარობდეთ, და თუ ამის საშუალება არ არსებობს, ყველაფერს ვაკეთენდეთ, რომ ეს მდგომარეობა მოვიყვანოთ საქართველოში.
რაის რომეო მიქაუტაძე და მისი ოქროს ზოდების ჩამორთმევა!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…