ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საია: მუშთაიდიდან შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგო

საია-ს ცნობით, „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკიდან“ შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო. დამსაქმებელს კომპენსაციის, იძულებითი განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

საია: მუშთაიდიდან შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგო
საია: მუშთაიდიდან შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგოTV პირველი

შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკიდან“ შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო - ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია პირის ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ იცავდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა.

საია-ს განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით: ბათილად ცნეს ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით; სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი კომპენსაციის გადახდა; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2023 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე/აღსრულებამდე; მოპასუხეს მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად", - წერს საია.

ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქე ზ.მ. მუშთაიდის პარკში 2019 წლიდან მუშაობდა და მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მუშთაიდის პარკიდან შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა დავა მოიგო – საიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები