ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო

შშმ პირის სტატუსის გამო მუშთაიდის პარკიდან დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა სრულად მოიგო, იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო
მუშთაიდის პარკიდან შშმ სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგოფორმულა

მუშთაიდის პარკიდან შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

"საია პირის ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ იცავდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საიას განცხდაბით, მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. მათი განმარტებით, საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად.

"ინფორმაციის თანახმად, ზ.მ. შპს "მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში" 2019 წლიდან მუშაობდა. მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება.

სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და დაადგინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულად და კანონმდებლობის უხეში დარღვევით", - წერია საიას განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საია პირის ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ იცავდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა“
„ინფორმაციის თანახმად, ზ.მ. შპს "მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში" 2019 წლიდან მუშაობდა. მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება. სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და დაადგინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულად და კანონმდებლობის უხეში დარღვევით“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საია: მუშთაიდიდან შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები