მუშთაიდის პარკიდან შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა დავა მოიგო – საია
საიას ცნობით, „მუშთაიდის პარკიდან“ შშმ პირის სტატუსის გამო გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ გათავისუფლება დისკრიმინაციულად ცნო და კომპანიას კომპენსაციის, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკიდან“ შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო.
ორგანიზაციის ცნობით, ზ. მ. შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში“ 2019 წლიდან მუშაობდა და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საიას ცნობით,სასამართლოს გადაწყვეტილებით:
ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით;
სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი კომპენსაციის გადახდა;
მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2023 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე/აღსრულებამდე;
მოპასუხეს მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად“,- აცხადებს ორგანიზაცია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება“
„აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…