პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელებაზე: დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვასთან მისი ადმინისტრაციის კავშირის შესახებ და განაცხადა: „დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“. თუმცა უკრაინელი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებაში თეთრი სახლი მონაწილეობდა.

ტრამპი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელებაზე: დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას ხელი არ შეუშლია ილონ მასკის საკუთრებაში არსებული თანამგზავრული სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში იყენებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სისტემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 24 საათის განმავლობაში შეუქმნა პრობლემები რუსული დრონების განადგურების პროცესში. ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და, შესაძლოა, თავად მასკი შურს იძიებდნენ უკრაინაზე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტრამპის კრიტიკის გამო.

„დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. - „არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა ვინმე [ამაში ჩართული], რადგან ეს არ ვყოფილვარ მე და არ ვფიქრობ, რომ ეს ილონი ყოფილიყო“.

მან ამით უპასუხა Reuters-ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამგზავრული სისტემის მუშაობის შენელების ბრძანება სწორედ თეთრი სახლიდან გაიცა.

უკრაინელი ოფიციალური პირები ტრამპის განცხადებებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მთავრობიდან ვინმემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა სისტემის შეზღუდვაში.

„ჩვენი ბიჭები, რომლებიც SpaceX-თან კონტაქტობენ, ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში თეთრი სახლი იყო ჩართული“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპი აცხადებს, რომ მას და მასკს კავშირი არ აქვთ უკრაინაში Starlink-ის მომსახურების შემცირებასთან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“
„არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა ვინმე [ამაში ჩართული], რადგან ეს არ ვყოფილვარ მე და არ ვფიქრობ, რომ ეს ილონი ყოფილიყო“
„ჩვენი ბიჭები, რომლებიც SpaceX-თან კონტაქტობენ, ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში თეთრი სახლი იყო ჩართული“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელება ტრამპს ილონ მასკმა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები