ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ოზურგეთში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს, რომლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით „მეთადონი“, „ამფეტამინი“, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს. ბრალდებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირიიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „ამფეტამინი“. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია 5 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები