საქართველოს პრემიერი-მინისტრი, უნგრეთში შანდორის სასახლეში ოფიციალურ მიღებას ესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შანდორის სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრება.
საქართველოს პრემიერი-მინისტრი უნგრელი კოლეგის პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება.
ამ წუთებში შანდორის სასახლეში იმართება ოფიციალური მიღება, რომელსაც 100-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი ესწრება, მათ შორის საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
სტუმრებს სიტყვით მიმართავს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მანამდე კი დარბაზში შეკრებილებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკომისიის პრეზიდენტს მოუსმინეს.
"დღეს თქვენთან მარტივი გზავნილით მოვედი: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. თქვენი ისტორია ჩვენი ევროპული ისტორიაა. თქვენი მომავალი ჩვენი ევროპული მომავალია. თქვენ კვლავ გამოუცხადეთ ნდობა და რწმენა ჩვენს კავშირს, ჩვენ კი ამ ნდობას ვამართლებთ.
უნგრეთის მიერ ჩვენი საერთო მომავლისადმი განახლებული ერთგულება ევროპას აძლიერებს. ამიტომ დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც ისტორიის ამ ახალ თავს წერს, ევროპის სახელით ვეუბნები: მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა." - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით უნგრელი ერი ევროპის გულშია:
"70 წლის წინ უნგრელი ხალხი ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ დადგა ერთი მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად - ეცხოვრა თავისუფლებასა და დემოკრატიაში.
ევროკავშირში გაწევრიანებით უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც მისი ათასწლეულზე მეტი ხნის ისტორია არაერთხელ ცხადყოფდა - უნგრელი ერი ევროპის გულშია. სწორედ ეს არის ევროკავშირის ჭეშმარიტი სულისკვეთება: თავისუფალი ერების გაერთიანება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად, თანამშრომლობის გზით."- აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში - ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიარს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…