ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში სახელმწიფო დუმის საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. არჩევნებში ათი პარტია მონაწილეობს, პარლამენტში მოსახვედრად კი 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყოალია

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის კენჭისყრა სამი დღის განმავლობააში, 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“.

რუსეთის პარლამენტში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარეში და ჩუკოტკაში გაიხსნა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 30 აგვისტოდან ქვეყნის 37 რეგიონში ვადამდელი ხმის მიცემა მიმდინარეობს. 16 სექტემბრის მონაცემებით, 203 952 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა, მათ შორის 14 000-ზე მეტმა საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 75.31%წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები