ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგები

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარტია „ედინაია როსიას“ სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბიულეტენების 90%-ზე მეტის შეჯამების შემდეგ, მმართველი პარტია 57,86%-ს იღებს და დუმაში 300-ზე მეტი წევრი ეყოლება. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა, რომელსაც ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და „ახალი ხალხი“ მოსდევენ. არჩევნები პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში, რეპრესიებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე ჩატარდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლისა და დარღვევების შესახებ. კენჭისყრა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიმართა.

„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგები
„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგებირადიო თავისუფლება

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პუტინის მხარდამჭერ პარტია „ედინაია როსიას“(ერთიანი რუსეთი) სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ბიულეტენების 90%-ზე მეტის მონაცემთა შეჯამებით, „ედინაია როსიას“ 57,86% აქვს.

რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, „ედინაია როსიას“ კანდიდატები ლიდერობენ 225-დან 200-ზე მეტ ერთმანდატიან ოლქში. საერთო ჯამში, ორივე სისტემით, პარტიას დუმაში 300-ზე მეტი წევრი ეყოლება.

არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.

სხვა პარტიებიდუმის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა ხმების 13%-ზე მეტით. მას მოსდევენ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია(8,9%) და „ახალი ხალხი“(7,94%).

ამ სამ პარტიასა და „ედინაია როსიასთან“(საკონსტიტუციო უმრავლესობა) ერთად რუსეთის წინა მოწვევის დუმაში წარმოდგენილი იყო პარტია „სპრავედლივაია როსიაც“ (სამართლიანი რუსეთი), რომელიც ამჯერად, სავარაუდოდ, პარლამენტს მიღმა დარჩება. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, პარტიის შედეგი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ქვემოთაა (4,95%).

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში, რომელიც 18-20 სექტემბერს ჩატარდა, კიდევ ხუთი პარტია მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლისა და რეპრესიების გაძლიერების, ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვისა და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.

უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ერთადერთ პარტიას, „იაბლოკოს" 2026 წლის აგვისტოში გაუუქმეს საარჩევნო სიის რეგისტრაცია და არჩევნებზე არც მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა დაუშვეს.

სახელმწიფო დუმის არჩევნების მიმდინარეობისას „იაბლოკო“ და კომუნისტური პარტია აცხადებდნენ, რომ მათ ასეულობით დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში, უბნებიდან მათ გაძევებას ცდილობდნენ და ხმების დათვლის პროცესზე წვდომას უზღუდავდნენ. დამკვირვებლებისგან იყო შეტყობინებები ე.წ. კარუსელებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩაატარა საქართველოსა და უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები