ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 75.31%

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში, ბიულეტენების 75.31%-ის დათვლის შედეგად, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ 57.48%-ით ლიდერობს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 75.31%
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 75.31%ინტერპრესნიუსი

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 75.31%.

მეორე ადგილზეა “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” ხმების 14.03%-ით. “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” ხმების 8.75% მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ - 8.01%. მეხუთე ადგილზეა პარტია „სამართლიანი რუსეთი“ 5.01%-ით.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56.66% შეადგინა.

ცნობისთვის, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.