‘ახლა აქეთ მიპირებენ საქმის შემოტრიალებას – მე ციხით შემაშინებთ?! არ მიცნობთ!” – ელისო ჯანაშია
ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ მასზე მომხდარი თავდასხმის საქმე მის წინააღმდეგ შემოაბრუნეს და დასაკითხად იბარებენ. მისი მტკიცებით, ეს ფოთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლის დაწყებას უკავშირდება.

ელისო ჯანაშია, სოციალურ ქსელში, წერს:
ვისაც ლიმენაში ჩემზე თავდასხმის საქმე გახსოვთ და გაინტერესებთ, დაისაჯა თუ არა თავდამსხმელი: არა და ახლა აქეთ მიპირებენ საქმის შემოტრიალებას, თითქოს მე დავსხმივარ თავს!
რამდენიმე დღეა, გამომძიებელი მირეკავს და დასაკითხად მისვლას მთხოვს. ეს დღეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში ვარ.
როგორც გავარკვიე, საქმე ორად გაიყო: ერთში, თითქოს ჩემზე თავდასხმას იძიებენ, მეორეში – თითქოს იქეთ დავესხი თავს. ანუ ჩემს მიერ თავდაცვა ახლა ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს.
ისე კი ვხუმრობდი, აქეთ არ მომედავებოდნენ და არაფერი მინდა- მეთქი! ამ აბსურდის ქვეყანაში, გასაკვირი რაა?!
თავდასხმა 2024 წლის 23 დეკემბერს მოხდა. მალე ორი წელი გავა. და რა მივიღეთ? მიწევს იმის ახსნა, თავს რატომ ვიცავდი.
ამ ამბავს კიდევ ერთი დეტალი აქვს: თავდასხმიდან რამდენიმე თვეში, ფოთის მერადწოდებულმა ბექა ვაჭარაძემ ეს ქალი თავის საარჩევნო კამპანიაში ჩართო და ფოტოც გამოდო.
ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა როცა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა. გამოძიებას ამაზე კითხვები აქვს? არ აქვს. მე მაქვს!
და კიდევ მეტი: ახლა, როცა ფოთელი ქოცების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დავიწყე და გავაქტიურდი, გამომძიებელი მე მირეკავს. ამ ამბების კავშირი ადვილი საპოვნელია, თუ ვაჭარაძის და ჩემზე თავდამსხმელის გაბადრულ ფოტოს გავიხსენებთ.
ალბათ, მეც უნდა ამკრძალონ. ვერცერთ პარტიას ვერ მიმაკუთვნეს.დავრაღავას წვალობენ.
ხახუბია, ვაჭარაძე & co. -კითხვები თქვენთან მაქვს შესაძლო კორუფციულ ფაქტებთან და ინტერრსთა კონფლიქტებთან დაკავშირებით და პასუხად საქმე შემომიტრიალეთ?
ანდა მე ციხით შემაშინებთ?! არ მიცნობთ!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…