ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამინისტროს მხარდაჭერით 30 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის წინ შემოქმედებით კოლექტივს თანადგომა აღუთქვა.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვიაიმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილესთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია.

მაია ბითაძემ ანსამბლის განახლებული შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ანსამბლ „ერისიონის“ მასშტაბური კონცერტი „ქართული საგანძური“ გაიმართება.

მაიამ ბითაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს შერმანდი ჭკუასელს, დირექტორს,ვანო ჩხაიძესა და „ერისიონის“ წევრებს წარმატებები უსურვა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე პირველ მოადგილესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები