ერისიონის მზადება კონცერტისთვის - 140 წლიანი ისტორიას, ანსამბლი 30 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე გადმოიტანს
30 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში ანსამბლი „ერისიონი“ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ორსაათიან შოუ-პროგრამას „ქართული საგანძური“ წარადგენს.

ანსამბლი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, მსოფლიო სცენაზე ქართული ფოლკლორი გაიტანა და ქართული კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. "ერისიონმა" 140 წლიანი ისტორიის განმავლობაში სცენაზე არაერთი დაუვიწყარი მომენტი შექმნა, და დღესაც მაყურებელთან მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.
6 000 ადამიანზე გათვლილი სივრცე, სპეციალურად მოწყობილი სცენა და განსაკუთრებული მოლოდინი - ანსამბლი წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
"ქართული საგანძური" - ასე ჰქვია ორ საათიან შოუ-პროგრამას, რომელიც ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს, ახალ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს აერთიანებს.
ტრადიციული ხედვა თანამედროვე ელემენტებით - სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდება "ერისიონი".
ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით, მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის, ტრადიციისა და თანამედროვე სცენური ხელოვნების განსაკუთრებული სინთეზი ელოდება.
30 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ქართულ საგანძურს" წარადგენს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.