ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე განცხადებას ავრცელებენ – „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ გადაფარავს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოწოდება დიალოგისკენ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ გადაფარავს და ევროკავშირს მოუწოდებენ, რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე განცხადებას ავრცელებენ – „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ გადაფარავს
ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე განცხადებას ავრცელებენ – „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ გადაფარავსპირველი არხი

„ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ვერ გადაფარავს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას, – ამ სათაურით აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, რასა იუკნევიჩიენე.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპას საქართველოსთან დიალოგი არასდროს შეუწყვეტია.

„ყურადღებას ვაქცევთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია; ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამის შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას მათ უპასუხეს ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობით, ასევე ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ოფიციალური კონტაქტები ხელისუფლებასთან, სწორედ ამ ქმედებების შედეგი იყო და არა მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებასთან კარი მაშინ გაიღება, როდესაც მათი ქმედებები და არა სიტყვები, დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, შემოთავაზების დრო თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, რადგან იგი ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მოთხოვნის განხილვის დაწყებას, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილი ბოლო ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.

განცხადების მიხედვით, მთავრობა, რომელიც ცდილობს, კანონგარეშედ გამოაცხადოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები, ამავდროულად ვერ წარმოჩნდება დიალოგის სანდო პარტნიორად და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შემოთავაზება სხვაგვარად ვერ აღიქმება, თუ არა როგორც საფარი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობად.

„როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში აღნიშნა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას. არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი უკან, ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების კვალდაკვალ. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს და გამორიცხავს წევრობისკენ მიმართულ ნებისმიერ პროგრესს. დღეის მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია და მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მის მტკიცე სწრაფვას ევროპული მომავლისკენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა ასახული.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნებისმიერი რეალური ურთიერთობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი კანონების გაუქმებას, მათ შორის იმ შეზღუდვებისას, რომლებმაც ევროპულ პოლიტიკურ ფონდებს ქვეყნის დატოვება აიძულა; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტას; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მიმავალ გზას. მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დაუწესონ რეალური შედეგები — მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალური სანქციების რეჟიმის“ (ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი“) ან სხვა სანქციების მექანიზმის ფარგლებში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე გულწრფელია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების სურვილში, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყურადღებას ვაქცევთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია; ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამის შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას მათ უპასუხეს ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობით, ასევე ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ოფიციალური კონტაქტები ხელისუფლებასთან, სწორედ ამ ქმედებების შედეგი იყო და არა მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებასთან კარი მაშინ გაიღება, როდესაც მათი ქმედებები და არა სიტყვები, დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას“
„როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში აღნიშნა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას. არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი უკან, ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების კვალდაკვალ. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს და გამორიცხავს წევრობისკენ მიმართულ ნებისმიერ პროგრესს. დღეის მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა“
„ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნებისმიერი რეალური ურთიერთობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი კანონების გაუქმებას, მათ შორის იმ შეზღუდვებისას, რომლებმაც ევროპულ პოლიტიკურ ფონდებს ქვეყნის დატოვება აიძულა; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტას; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მიმავალ გზას. მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დაუწესონ რეალური შედეგები — მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალური სანქციების რეჟიმის“ (ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი“) ან სხვა სანქციების მექანიზმის ფარგლებში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე გულწრფელია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების სურვილში, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ოცნება“ მკაცრი შედეგების წინაშე დადგება - ოპოზიციის მოლოდინები ევროკავშირის გადაწყვეტილებამდეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები