პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს — ევროპარლამენტარები

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოწოდება დიალოგზე ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს. ისინი ევროკავშირს ადამიანის უფლებათა დამრღვევთა წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

„ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს — ევროპარლამენტარები
ნეტგაზეთი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

წამყვანი ევროპარლამენტარების თქმით, „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს.

„ჩვენ ცნობად ვიღებთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგის კარი არასოდეს დაუხურავს. ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ მან ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ფორმალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ სწორედ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია რჩებოდა ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელისუფლებისთვისაც გაიღება იმ დღეს, როდესაც მათი ქმედებები, და არა სიტყვები, აჩვენებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების აზრით, ამ შეთავაზების დრო თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე — ის ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მოთხოვნის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის პარლამენტში ჯერ კიდევ წარმოდგენილი ბოლო ოპოზიციური პარტიის [„გახარია — საქართველოსთვის“] აკრძალვის საქმეზე მოსმენების დაწყებას.

„მთავრობა, რომელიც თავისი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას ცდილობს, იმავდროულად დიალოგისთვის სანდო პარტნიორად ვერ წარმოჩნდება. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება შეუძლებელია აღვიქვათ სხვაგვარად, თუ არა როგორც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის შენიღბვის მცდელობა. როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა აღნიშნავს გადამწყვეტ ნაბიჯს უკან ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების კვალდაკვალ. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს და გამორიცხავს წევრობისკენ მიმავალ ნებისმიერ პროგრესს. დღემდე არაფერი შეცვლილა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მხარდაჭერას გამოხატავენ ქართველი ხალხის მიმართ და აცხადებენ, რომ არ ვცნობთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.

განცხადების ავტორების აზრით, ნებისმიერი ნამდვილი ხელახალი თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებზე:

ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება;

სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდველი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვებისა, რომლებმაც აიძულა ევროპული პოლიტიკური ფონდები, დაეტოვებინათ ქვეყანა;

ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება;

გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.

„მანამდე კი, ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააკისრონ ხელშესახები ზომები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის“ (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი) ან სხვა სასანქციო რეჟიმის ფარგლებში მათზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად უყურებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგში ხელახლა ჩართვას, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დამტკიცება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური"ოცნების" „დიალოგისკენ" მოწოდება ვერ შენიღბავს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას - ევროპარლამენტარები
  2. ფორმულაოპოზიციურიევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
  3. პირველი არხისამთავრობოევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე განცხადებას ავრცელებენ – „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ გადაფარავს
  4. რუსთავი 2სამთავრობოევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპონენტები, ვერ იქნება სანდო პარტნიორი დიალოგისთვის - შემოთავაზება დიალოგის შესახებ საფარია საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობად
  5. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე - ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა
  6. POSTVსამთავრობოევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: „მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტში „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის განზრახვაზე იმსჯელესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები