ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პესკოვი აცხადებს აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას

დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში გაიმართება. მისი თქმით, განსახილველი საკითხი ორი ქვეყნის უსაფრთხოება იქნება მას შემდეგ, რაც მშვიდობიან გადაწყვეტას მიაღწევენ.

პესკოვი აცხადებს აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას
პესკოვი აცხადებს აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრასრადიო თავისუფლება

კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში. შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

"პრეზიდენტმა მონიშნა მოლაპარაკების თემა - ესაა უსაფრთხოების საკითხები ორი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის, უკვე მას მერე, რაც მშვიდობიან გადაწყვეტაზე გავალთ" - თქვა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა კრემლი მოლაპარაკებებთან ევროპის შეერთების შესაძლებლობას, პერკოვმა უპასუხა - "იმთავითვე გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მაგრამ მოლაპარაკება, რომელსაც საქმე ეხება, სამმხრივი ფორმატის იქნება".

მანამდე გამოცემა The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ევროპის ლიდერები განიხილავენ ხუთ კანდიდატურას, უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მომლაპარაკებლის როლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ესენია იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი, დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტერი.

სამმხრივი მოლაპარაკების განახლების საკითხი განიხილეს 21 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში, პუტინის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მაშინ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა მზაობა მოლაპარაკება "ნოემბრის 10-იან რიცხვებში" განახლდეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას სამმხრივი მოლაპარაკების თაობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტმა მონიშნა მოლაპარაკების თემა - ესაა უსაფრთხოების საკითხები ორი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის, უკვე მას მერე, რაც მშვიდობიან გადაწყვეტაზე გავალთ“
„იმთავითვე გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მაგრამ მოლაპარაკება, რომელსაც საქმე ეხება, სამმხრივი ფორმატის იქნება“
„ნოემბრის 10-იან რიცხვებში“
იური უშაკოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უშაკოვი პუტინ-უიტკოფის შეხვედრაზე: პრინციპულად, მზად ვართ, ნოემბრის შუა რიცხვებში განვაახლოთ სამმხრივი...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები