ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტიდან 600–700 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მტკიცებით, აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტიდან უკან დაიხიეს. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, თეირანი ნავთობის ფასების გასაზრდელად სრუტეში გემებზე თავდასხმების შესახებ ცრუ ცნობებს ავრცელებს.

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტიდან 600–700 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლეს
"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტიდან 600–700 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლესრუსთავი 2

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ალი ოზმაის განცხადებით, ამერიკელები სპარსეთის ყურეში აღარ იმყოფებიან და მათ ჰორმუზის სრუტიდან 600–700 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი ჰორმუზის სრუტეში აღარ არის", - დასძინა მან.

ოზამაის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. ტრამპის თქმით, ირანი აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასების გაზრდას ცდილობს. ტრამპის განცხადებით, თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაღმების აფეთქებისა და გემებზე თავდასხმების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

ტრამპი ამტკიცებდა, რომ სრუტეში გამავალი ნავთობის მოცულობამ უკვე გადააჭარბა ომამდელ მაჩვენებელს. მან დასძნა, რომ ირანი ნავთობის ფასების გასაზრდელად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი ჰორმუზის სრუტეში აღარ არის“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი ტაქტიკას ცვლის, რათა გემებზე თავდასხმები გაახშიროს და აშშ-ის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს - Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები