დატბორვა არ უკავშირდება რუსთაველის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
GWP-ის განცხადებით, რუსთაველის თეატრთან და რესტორან „სალობიე ბიასთან“ მომხდარი დატბორვა სარეაბილიტაციო პროცესს არ უკავშირდება და იგი თეატრის კერძო წყალმომარაგების მილის დაზიანებამ გამოიწვია.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებას ავრცელებს გუშინ, წვიმის შემდეგ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვაზე.
გუშინ „სალობიე ბიას“ თანადამფუძნებელმა გიორგი იოსავამ გაავრცელა დატბორილი რესტორნის ვიდეო.
კომპანია განმარტავს, რომ შემთხვევა წყალმომარაგების შიდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქსელის განშტოების დაზიანებამ გამოიწვია. საუბარია რუსთაველის თეატრის მილზე:
„მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი“, – წერია განცხადებაში.
კომპანია ამბობს, რომ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლებული წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ თვეს სრულად დასრულდა.
მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაქსელვის სქემა არ შეცვლილა და ჩატარებულს სამუშაოებს დაზიანებულ მილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება კერძო ტერიტორიის დატბორვა სანიაღვრე სისტემის არარსებობას, GWP განმარტავს:
„ჯივიპი არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი“
„ჯივიპი არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…