„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა და ის მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ კი შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.

„გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის საქმიდან აცილების შუამდგომლობა დააყენა.
შუამდგომლობის მთავარ მიზეზად მოსამართლის მიერ გუშინ და დღეს გაკეთებული განცხადებები დასახელდა.
როგორც „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, მეთოფიშვილის განცხადებები „პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოსამართლე არაობიექტური და მიკერძოებულია”.
„ბატონ სერგოსთან პერსონალური არაფერი არ მაქვს, მაგრამ მან გუშინდელი დღიდან მოყოლებული ყველაფერი მწყობრად მიიჩნია. გუშინ, როგორც ჩანს სხვისი განცხადებები ეწყინა, რისთვისაც დღეს მე მთხოვდა პასუხს. დღეს ბრძანა, რომ „მხარეებს გაძლევთ რჩევას ასე მოიქეცითო“, რჩევების მიცემა ბატონო მოსამართლეებო თქვენი უფლებამოსილება არ არის, ეს გეკრძალებათ. ეს პირდაპირ მიანიშნებს თქვენს არაობიექტურობასა და მიკერძოებაზე, ასევე პირდაპირ მიანიშნებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობები გაქვთ, იმის შესახებ თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და მხარეებმა როგორი სტრატეგია უნდა აირჩიონ. შესაბამისად, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ობიექტური ვერ იქნებით ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საფუძვლით თქვენი აცილების შუამდგომლობა უნდა დავაყენოთ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შუამდგომლობას მოპასუხე მხარის ყველა წარმომადგენელი დაეთანხმა, მოსარჩელე მხარის განცხადებით კი, „არც ერთ მომენტში არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნიათ იმისა, რომ ეჭვი შეიტანონ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე“.
„ჩვენ არც ერთ მომენტში არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა სცადოს დაცვის მხარემ. ეს პრობლემა არ არის, სცადოს. ერთია ფაქტები, მეორე კი მისი სურვილები და მცდელობები. მე მგონია, რომ აგროვებენ დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს, რომ მათი არ დაკმაყოფილების შემდეგ გამოვიდნენ და თქვან, რომ უკვე არც ვიცი რიგით მერამდენე შუამდგომლობაა, არ დაუკმაყოფილდათ. არ ვიცი სამართლებრივად, როგორ უნდა მოხდეს დაუსაბუთებელი შუამდგომლობის დაკმაყოფილება. რაოდენობრივ შეკრებას ამზადებენ და ასე შეიძლება და რატომ გაიხედე და გამოიხედეს გამო შვიდივე მოსამართლის მიმართ ასეთი პოზიციების დაფიქსირება კიდევ გააგრძელონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიპარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა
- ალიამუქარა, თუ რჩევა? – გახარიას გუნდმა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა
ციტატები სტატიიდან
„ბატონ სერგოსთან პერსონალური არაფერი არ მაქვს, მაგრამ მან გუშინდელი დღიდან მოყოლებული ყველაფერი მწყობრად მიიჩნია. გუშინ, როგორც ჩანს სხვისი განცხადებები ეწყინა, რისთვისაც დღეს მე მთხოვდა პასუხს. დღეს ბრძანა, რომ „მხარეებს გაძლევთ რჩევას ასე მოიქეცითო“, რჩევების მიცემა ბატონო მოსამართლეებო თქვენი უფლებამოსილება არ არის, ეს გეკრძალებათ. ეს პირდაპირ მიანიშნებს თქვენს არაობიექტურობასა და მიკერძოებაზე, ასევე პირდაპირ მიანიშნებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობები გაქვთ, იმის შესახებ თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და მხარეებმა როგორი სტრატეგია უნდა აირჩიონ. შესაბამისად, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ობიექტური ვერ იქნებით ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საფუძვლით თქვენი აცილების შუამდგომლობა უნდა დავაყენოთ“
„არც ერთ მომენტში არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნიათ იმისა, რომ ეჭვი შეიტანონ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე“
„ჩვენ არც ერთ მომენტში არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა სცადოს დაცვის მხარემ. ეს პრობლემა არ არის, სცადოს. ერთია ფაქტები, მეორე კი მისი სურვილები და მცდელობები. მე მგონია, რომ აგროვებენ დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს, რომ მათი არ დაკმაყოფილების შემდეგ გამოვიდნენ და თქვან, რომ უკვე არც ვიცი რიგით მერამდენე შუამდგომლობაა, არ დაუკმაყოფილდათ. არ ვიცი სამართლებრივად, როგორ უნდა მოხდეს დაუსაბუთებელი შუამდგომლობის დაკმაყოფილება. რაოდენობრივ შეკრებას ამზადებენ და ასე შეიძლება და რატომ გაიხედე და გამოიხედეს გამო შვიდივე მოსამართლის მიმართ ასეთი პოზიციების დაფიქსირება კიდევ გააგრძელონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…