მუქარა, თუ რჩევა? – გახარიას გუნდმა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შესახებ, რასაც წინ უძღოდა ბერდია სიჭინავას ბრალდება მოსამართლის მიკერძოებასა და მუქარაზე.

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადეს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ ასე გაგრძელება, იმის თქმა, რომ მოსამართლეც ვერ იგებს რას ედავება ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს, არ არგებთ მოპასუხე მხარეებს, შემდგომ კი განაცხადა, რომ რჩევაა და არა მუქარა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბერდია სიჭინავამ მოსამართლეებს უთხრა, რომ ეს მუქარაა, რომ არ აქვს უფლება რჩევის მიცემის, როგორც მოსამართლეს და რომ ეს მიკერძოებაზე მიანიშნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსი„გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა
- ინტერპრესნიუსიპარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა
- რუსთავი 2"არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში" - არჩილ გორდულაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…