ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე მეთოფიშვილი: პირადად ჩემთვის გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან - რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია, ვის რას ედავებიან, თუმცა რამდენად დასაბუთებულია, სხვა საკითხია. ოპოზიცია კი სარჩელის ბუნდოვანებაზე მიუთითებს.

მოსამართლე მეთოფიშვილი: პირადად ჩემთვის გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან - რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია
მოსამართლე მეთოფიშვილი: პირადად ჩემთვის გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან - რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხიაTV პირველი

პარტიების ნაწილისთვის გაუგებარია, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა არის სადავო „ქართული ოცნების“ სარჩელში. მეორე დღეა ამ საკითხის დაზუსტებას ითხოვენ პარტიები და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა კი ცოტა ხნის წინ სხდომაზე განაცხადა, რომ მჯისთვის პირადად გასაგებია, თუ რას ედავებიან თოთოეულ პარტიას - "რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია".

სერგო მეთოფიშვილი - ჩემთვის პირადად გასაგებია სარჩელი. ანუ სარჩელში რაიმე გაუგებარი ჩემთვის არ არის. მოთხოვნა გასაგებია, წყობა მოთხოვნის გასაგებია, თვითონ სარჩელის წყობაც გასაგებია, დასაბუთებაც გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან - გასაგებია. რამდენად არის დასაბუთებული ეს არ ვიცი, ეგ სულ სხვა საკითხია“.

ნიკა გვარამია - „ქალბატონ ევას [გოცირიძე] უთხარით, რომლისთვისაც არ არის გასაგები“

სერგო მეთოფიშვილი - „სხვანაირად ინტერპრეტაცია ამის და სხვა კონტექსტში გადმოცემა მოხდა მარტო მხარეების მიერ არა, მედიის მიერაც. ჩემთვის უცნობია, გაუგებარი თქვენთვის რატომაა რას მედავებიან... ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბატონ როინიშვილს, ეს საკითხი განვლილი გვაქვს და სხვანაირად რომ ყოფილიყო, ალბათ გამწესრიგებელ სხდომაზე გვექნებოდა, სულ ცოტა, განსხვავებული მოსაზრება“.

ამ საკითხზე ისაუბრა სიტყვის გამოსვლისას გახარიას გუნდის წევრმა, ბერდია სიჭინავამაც.

"თუ თქვენ გაიგეთ ჩვენ რას გვედავებიან, ბატონო მოსამართლეებო, ამიხსენით, რას გვედავებიან ჩვენ" - თქვა სიჭინავამ.

ბრალდებულსაც კი უფლება აქვს იცოდეს რაშია ბრალდებული და მოემზადოს შესაბამისი მტკიცებულებებსი საფუძველზე, აქაც ანალოგიურ პროცესს ვადევნებთ თვალს. მე როგორც ბრალდებულმა, არ ვიცი კონსტიტუციის 23-ე მუხლის რომელ ნაწილს მედავებიან. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, რას მედავებიან, ისევე როგორც ყველა დანარჩენი პარტიებისთვის. სასარჩელო მოთხოვნა მე ვერ გავიგე, ბრალდებულ პოლიტრიკურ პარტიას აქვს უფლება რას ედავება მოსარჩელე"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება - ამის შესახებ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა.

ნადარაიას თანახმად, სხდომები იქნება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევსაც.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია“
სერგო მეთოფიშვილი
„ქალბატონ ევას [გოცირიძე] უთხარით, რომლისთვისაც არ არის გასაგები“
ნიკა გვარამია
„სხვანაირად ინტერპრეტაცია ამის და სხვა კონტექსტში გადმოცემა მოხდა მარტო მხარეების მიერ არა, მედიის მიერაც. ჩემთვის უცნობია, გაუგებარი თქვენთვის რატომაა რას მედავებიან... ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბატონ როინიშვილს, ეს საკითხი განვლილი გვაქვს და სხვანაირად რომ ყოფილიყო, ალბათ გამწესრიგებელ სხდომაზე გვექნებოდა, სულ ცოტა, განსხვავებული მოსაზრება“
სერგო მეთოფიშვილი
„თუ თქვენ გაიგეთ ჩვენ რას გვედავებიან, ბატონო მოსამართლეებო, ამიხსენით, რას გვედავებიან ჩვენ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ და რისთვის აგვკრძალეს - ბერდია სიჭინავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები