ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული ბინის 1 მ²-ის ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზეა (7 004 ლარი), ყველაზე დაბალი კი სამგორში (3 657 ლარი). 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული.

მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?
მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?BM.GE

საქსტატის 2026 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული საცხოვრებელი ქონების ფასები უბნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ყველაზე ძვირად ღირებულ და შედარებით ბიუჯეტურ ლოკაციებს შორის სხვაობა ბინების სეგმენტში თითქმის ორმაგია.

უახლესი ანგარიშის თანახმად, ახალაშენებული დასრულებული ბინების სეგმენტში, 1 კვადრატული მეტრის ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც ღირებულება 7 000 ლარს აჭარბებს. მეორე ადგილზეა ვაკე, მესამეზე კი - კრწანისი.

ყველაზე იაფად ბინის შეძენა კი სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი.

მთაწმინდა - 7 004 ლარი

ვაკე - 6 046 ლარი

კრწანისი - 4 635 ლარი

საბურთალო - 4 444 ლარი

დიდუბე - 4 168 ლარი

ჩუღურეთი - 4 121 ლარი

ისანი - 4 032 ლარი

ნაძალადევი - 3 932 ლარი

გლდანი - 3 830 ლარი

სამგორი - 3 657 ლარი

კერძო სახლების სეგმენტში ლიდერის პოზიციას ვაკე იკავებს (4 517 ლარი/მ²), რომელსაც მცირედით ჩამორჩება მთაწმინდა (4 430 ლარი/მ²).

ყველაზე დაბალი მედიანური ფასით კერძო სახლები ნაძალადევსა და სამგორშია ხელმისაწვდომი, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება 3 000 ლარზე ნაკლებია.

ვაკე - 4 517 ლარი

მთაწმინდა - 4 430 ლარი

ჩუღურეთი - 3 637 ლარი

საბურთალო - 3 543 ლარი

დიდუბე - 3 448 ლარი

ისანი - 3 213 ლარი

გლდანი - 2 993 ლარი

კრწანისი - 2 961 ლარი

სამგორი - 2 839 ლარი

ნაძალადევი - 2 798 ლარი

ცნობისთვის, საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა.

2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები