ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღემდე ვერ გაიგო, რომ პირველ რიგში საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატარონ - აკაკი ალადაშვილი

ქართული ოცნება

აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას დღემდე არ ესმით, რომ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატარონ და არა დასავლელი აქტორების დავალებები შეასრულონ.

"კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ იღებს მითითებებსა და დავალებებს ოპოზიცია გარე ძალებისგან" - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც პატიმარი პრეზიდენტი თავად ადასტურებს, რომ ლიტვაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს შეხვდნენ, შეხვედრის მიზანი კი უცხოელი პარტნიორებისგან მორიგი დავალების მიღება იყო.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი და მისი პარტია ვერ ხვდება, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ, კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მიხეილ სააკაშვილმა და ყველა დანარჩენმა ერთად - ვერ გაიგეს ის, რომ მათ პირველ რიგში უნდა გაატარონ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები და დავალებები უნდა მიიღონ ქართული საზოგადოებისგან. შესაბამისად, მათთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რას იტყვის მას რომელიღაც ევრობიუროკრატი, რომელიღაც სხვა დასავლეთის უცხოური ქვეყნის წარმომადგენელი და არ უსმენენ ისინი ქართველებს და შესაბამისად ვერც ვერაფერს ვერ ისწავლიან. რამდენი წელი გავიდა და ისინი მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რას იტყვის რომელიღაც პოლიტიკოსი თუ სხვა წარმომადგენელი ევროპიდან თუ ამერიკიდან," - აცხადებს ალადაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ, კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მიხეილ სააკაშვილმა და ყველა დანარჩენმა ერთად - ვერ გაიგეს ის, რომ მათ პირველ რიგში უნდა გაატარონ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები და დავალებები უნდა მიიღონ ქართული საზოგადოებისგან. შესაბამისად, მათთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რას იტყვის მას რომელიღაც ევრობიუროკრატი, რომელიღაც სხვა დასავლეთის უცხოური ქვეყნის წარმომადგენელი და არ უსმენენ ისინი ქართველებს და შესაბამისად ვერც ვერაფერს ვერ ისწავლიან. რამდენი წელი გავიდა და ისინი მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რას იტყვის რომელიღაც პოლიტიკოსი თუ სხვა წარმომადგენელი ევროპიდან თუ ამერიკიდან,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი – სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების ეპიცენტრში თუ არ იქნებიან, შეუძლებელია, გაერთიანებამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური შედეგი მოიტანოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები