ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააკაშვილის აღიარებითი განცხადება და ოპოზიციის გარე დავალებები - მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციამ წარსულიდან ვერაფერი ისწავლა

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, სააკაშვილის განცხადება ლიეტუვაში პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ ადასტურებს, რომ ოპოზიცია გარე დავალებებს იღებს. თინა ბოკუჩავა საერთაშორისო აქტორებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა სააკაშვილის ნათქვამს დეზინფორმაციას უწოდებს.

სააკაშვილის აღიარებითი განცხადება, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები დავალებებს გარე ძალებისგან იღებენ. ოპოზიციის ვოიაჟი და ახალი მითითებები ქვეყნის ფარგლებს გარედან ქვეყნის შიგნით, სააკაშვილმა ამხილა. აღიარა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს, ლიეტუვაში უცხოელი პარტნიორებისგან მორიგი დავალების მისაღებად შეხვდნენ. ის რაც სააკაშვილმა შავით თეთრზე დაწერა, "ქართული ოცნებისთვის" პირდაპირი აღიარებაა, რომ მათი ოპონენტები გარედან იმართებიან.

"აიარაიმ", რომელმაც ოპოზიციას რეიტინგებით ორიანი უკვე დაუწერა, ამჯერად ახალი დავალებისთვის პოლიტიკოსები ლიეტუვაში შეკრიბა. დახურულ შეხვედრაზე გაცემული მითითება, შეხვედრის მონაწილეებმა ჯერ სააკაშვილს ციხეში შეუტანეს, თავის მხრივ კი მსჯვარდებულმა და ბრალდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა დავალება საჯაროდ გამოიტანა. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციას მასთან გაერთიანება ურჩიეს.

ქართულმა ოპოზიციამ რომ უცხოელ აქტორებთან შეხვედრა გამართა, ამას თინა ბოკუჩავაც ადასტურებს. მეტიც, "აიარიაისთან" 20 წლიანი მჭიდრო ურთიერთობით თავსაც იწონებს, თუმცა სააკაშვილის ნათქვამს დეზინფორმაციას უწოდებს. საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას ადასტურებს თამარ ჩერგოლეიშვილიც.

ქართული ოპოზიცია რომ გარედან იმართება ამაზე მმართველი გუნდი დიდი ხანია საუბრობს, რეალობა ამჯერად მათმა ოპონენტებმაც დაადასტურეს. "ქართული ოცნება" იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გარე ძალებთან ერთად მოქმედებენ.

უცხოელი პარტნიორებისგან მოსმენილი მითითებები, ირაკლი ფავლენიშვილს არ უკვირს. იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არც შეხვედრაზე წაიყვანა და არც შეხვედრის შესახებ მოუყვა რამე. ამბობს, რომ უცხოელი პარტნიორების რჩევა სტრატეგიულად მართებულია.

საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს - მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციამ წარსულიდან ვერაფერი ისწავლა. მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის მორიგი აღიარებითი პოსტი, სასამართლოსთვის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება.

ზუსტად როდის შეხვდნენ ქართული ოპოზიცია და უცხოელი აქტორები ლიეტუვაში, ამას სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს რომ შეხვედრაზე კონკრეტული დავალება და მითითება გაიცა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები