ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის 56-საათიანი სპეციალიზებული კურსი დაიწყო.

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო
ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყოინტერპრესნიუსი

პირველად საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსი დაიწყო! კურსში ქართველი და უცხოელი ადვოკატები მონაწილეობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით სასწავლო კურსს უძღვებიან დარგის ქართველი და ამერიკელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სპეციალიზებული კურსის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) საერთაშორისო საკითხების იურისტ-მრჩეველმა, ჯოსელინ შტაინერმა. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 56 საათს და მოიცავს როგორც ონლაინ ასევე, პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებენ და სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ.

„დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, კორნელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დავიწყეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი სპეციალიზაციისა და იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. პროგრამა ქართველ და უცხოელ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთანავე, კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სერტიფიკატი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის პროგრამის პროფესიულ მნიშვნელობას და ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, კორნელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დავიწყეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი სპეციალიზაციისა და იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. პროგრამა ქართველ და უცხოელ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთანავე, კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სერტიფიკატი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის პროგრამის პროფესიულ მნიშვნელობას და ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას“
ირაკლი ყანდაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები