პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისთვის უფასო სასწავლო კურსს ატარებენ

საქპატენტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა 2026 წლის გამოცდის კანდიდატებისთვის უფასო მოსამზადებელ კურსს ატარებენ.

საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ქუთაისში, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისთვის უფასო სასწავლო კურსს ატარებენ
რუსთავი 2

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით, პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის ტრენინგები მიმდინარეობს - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

სასწავლო სესიებს უძღვებიან სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) ექსპერტები: პროფესორი იან ბაზირი - CEIPI-ის გენერალური დირექტორი; შტეფან მარტინი - CEIPI-ის ასოცირებული პროფესორი, ევროპის კავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს წევრი და მცენარეთა ჯიშების საზოგადოების სათემო ოფისის (CPVO) სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტი; დიოგო კოშტა კუნია - CEIPI-ის ასოცირებული პროფესორი და საპატენტო სამართლის საუნივერსიტეტო დიპლომის სასწავლო მიმართულების დირექტორი; მარიან ტისო - CEIPI-ის ექსპერტი და სასაქონლო ნიშნების რწმუნებული.

მოსამზადებელი პროგრამა საგანგებოდ საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავდა, რომელიც მოიცავს გამოცდის თემატიკის შესაბამის ყველა საკითხს. კურსი სრულიად უსასყიდლოდ ტარდება და მისი მიზანია კანდიდატთა სათანადო მომზადების ხელშეწყობა და საქართველოში პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერება.

სასწავლო პროგრამა სამკვირიანია, რომლის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 55 საათს შეადგენს. პროგრამა ითვალისწინებს ონლაინ სესიებს, რომლებიც 6 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და პირისპირ ტრენინგებს, რომლებიც 9-10 ნოემბერს იმართება ქუთაისში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ახალ სივრცეში.

სასწავლო მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, დისტანციურად სესიები ჩაატარეს CEIPI-ის სხვა პროფესორებმა და ექსპერტებმაც: ანდრეას დილგმა, სტეფანი კარემ, პიერ ფავილიმ, ოლივიე ტრიერმა და ლორან ლეოპოლდ-მეცგერმა. სასწავლო პროგრამის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ საქპატენტის ექსპერტებიც. მონაწილეებისთვის თემატური სესიები ჩაატარეს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ტრენერებმა: დარეჯან მჭედლიძემ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა; ანუკი ობოლაძემ - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა; მერი მაჭარაშვილმა - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა; დიმიტრი იობაშვილმა - გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს უფროსმა.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპი - 5 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნული გამოცდა რიგით მეორეა, რომელიც 2024 წელს მიღებული "საქართველოს პატენტრწმუნებულების შესახებ" კანონის შესაბამისად ტარდება. ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მიზნად ისახავს პატენტრწმუნებულთა პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას და სფეროში კვალიფიციური პრაქტიკოსების მომზადების ხელშეწყობას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი ქუთაისში გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები