ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამისა (CLDP) და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსი ჩატარდა.

აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა
აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდაინტერპრესნიუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით სასწავლო კურსის მიზანს ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენდა . პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობები, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები და პროფესიულ საქმიანობაში აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების გზები განიხილეს.

„კურსში მონაწილეობდნენ რეგისტრირებული ადვოკატები, რომლებიც აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ შეირჩნენ.

სასწავლო კურსი წარმოადგენდა CLDP-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის პრაქტიკის განვითარებას“, - წერია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატებისთვის ორდღიანი სასწავლო კურსი დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები