ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქულ 5-ლიტრიან ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში გლიციდოლის რთული ეთერებისა და 3-MCPD-ის მომატებული შემცველობა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობა გამოავლინა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის - Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით "Ayvalık", 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.
აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. სააგენტო აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.
სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:
სავაჭრო ნიშანი: „Ayvalık“;
შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა;
შტრიხკოდი: 8693465410990;
მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.
ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო.
დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…