ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

თურქეთში წარმოებულ 5-ლიტრიან ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში გლიციდოლისა და 3-MCPD-ის ეთერების მომატებული შემცველობა გამოვლინდა, რის შესახებაც სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა
ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდაიმედინიუსი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა გამოვლინდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. სააგენტო განაგრძობს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:

სავაჭრო ნიშანი: „Ayvalık“;

შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა;

შტრიხკოდი: 8693465410990;

მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.

ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო.

დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სურსათის ეროვნული სააგენტო - თურქულ ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები