ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

სურსათის ეროვნული სააგენტოსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აკრძალული აზო-საღებავები გამოავლინა და ბიზნესოპერატორებს კონკრეტული პარტიების რეალიზაცია აუკრძალა. დარღვევები დაფიქსირდა წითელ წიწაკაში, სვანურ მარილსა და ფარშის საკმაზში.

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?
აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?BM.GE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აკრძალული აზო-საღებავები გამოავლინა. უწყების ცნობით, დარღვევის გამო ბიზნესოპერატორებს კონკრეტული პარტიების რეალიზაცია აეკრძალათ და მათი სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა დაევალათ.

სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სულ 44 ნიმუში აიღო, რომელთა ლაბორატორიული კვლევაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026; ვარგისია: 21.05.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „Beyza Gida San Tic“. აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026; ვარგისია: 21.05.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „იგოეთი“. აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;

ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026; ვარგისია: 29.06.2028-მდე) - მწარმოებელი: შპს „დაბი“. აღმოჩნდა Sudan Red G;

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026; ვარგისია: 15.09.2027-მდე) - მწარმოებელი: შპს „ნთკ 2016“. აღმოჩნდა Sudan I.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიების შეძენის შემთხვევაში, არ გამოიყენოს პროდუქტი.

სუდანის ჯგუფის საღებავები მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს, ბუნებრივად სურსათში არ გვხვდება და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში მათი გამოყენება (მათ შორის: Sudan I, II, III, IV, Sudan orange G, Sudan Red G, Sudan Red 7 B, Sudan red B) კანონმდებლობით მკაცრად აკრძალულია.

სააგენტოს ინფორმაციით, რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის გამოკვლევა. მიმდინარე მონაცემებით, სააგენტოს მიერ უკვე აღებულია სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში, საიდანაც აკრძალული საღებავები ჯამში 5 შემთხვევაში გამოვლინდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები