ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შვეიცარიაში საერთაშორისო ჯილდო მიიღო

„მთის ამბების“ დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი შვეიცარიაში Albert Mountain Award-ის გამარჯვებული გახდა. ჯილდო მას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მძიმე პირობების, ბუნებრივი საფრთხეებისა და ადამიანის უფლებების პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შვეიცარიაში საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შვეიცარიაში საერთაშორისო ჯილდო მიიღობათუმელები

ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა „მთის ამბების“ დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი შვეიცარიაში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებული გახდა.

მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი აღნიშნულ ჯილდოს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადასცემს იმ პირებსა და დაწესებულებებს, რომლებმაც გამორჩეული სამსახური გაწიეს მსოფლიოს მთებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.

ჯილდო გელა მთივლიშვილს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს, 23 ოქტომბერს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, შვეიცარიის ალპურ მუზეუმში გაიმართება.

გელა მთივლიშვილი გამოცემა Mtisambebi.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტია. იგი წლებია აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს, ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.

გამოცემა „მთის ამბები“ მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედიაპლატფორმაა, რომლის მისიაა, იყოს რეგიონული განვითარებისა და ცვლილებების კატალიზატორი.

გამოცემას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2023, 2024, 2025); ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის (2023); ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (2020); GIPA-ს და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ჯილდო ექსტრემიზმის გაშუქებისთვის და ა.შ.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები