ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და ტრავმის გამო მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, კვარაცხელიამ საქართველოს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნა და დარწმუნებულია, რომ ის მოედანზე ჩემპიონის შემართებით დაბრუნდება.

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართასპორტალი

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სავარაუდოდ, ეს სეზონი მთლიანად გაუცდება.

"ყველამ იცის, როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია – ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება.

კვარა, ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა – შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება! შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი!

გვეამაყება, რომ ხარ ქართველი! მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელს სამყაროში! შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან!

შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ რაც ნიშნავს რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია! მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის! მთელი საქართველო შენს გვერდითა ხვიჩა", - დაწერა გაფრინდაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველამ იცის, როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია – ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება. კვარა, ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა – შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება! შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი! გვეამაყება, რომ ხარ ქართველი! მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელს სამყაროში! შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან! შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ რაც ნიშნავს რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია! მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის! მთელი საქართველო შენს გვერდითა ხვიჩა“
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები