პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლიმ“ ტრავმირებულ ყოფილ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვა.

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
სპორტალი

ტრავმირებულ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა მისმა ყოფილმა კლუბმა „ნაპოლიმ“ გამოუცხადა: “გამოჯანმრთელდი, ხვიჩა. მოედანზე შენს დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით“.

AreaNapoli წერს: „ქართველ ფეხბურთელთან ქალაქისა და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის ურღვევი კავშირია, რომელიც მისი პსჟ-ში გადასვლის შემდეგაც შენარჩუნდა, რამეთუ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში.

მისი წვლილი ხალხს კვლავაც კარგად ახსოვს, რასაც ადასტურებს გულშემატკივართა მხრიდან გამოხატული გულთბილი ემოციებიც. მართალია, ქართველ ფეხბურთელს რეაბილიტაციის ხანგრძლივი და რთული პერიოდი ელის, თუმცა „ნაპოლის“ მხრიდან მხარდაჭერის ეს ჟესტი შეხსენებაა იმისა, რომ მისი ისტორია ნეაპოლში არ დავიწყებიათ“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები