ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩხრეკისას ამოიღეს ძველი ტელეფონი, რომელიც 2-3 წელია აღარ მუშაობს – დიტო ჩუბინიძის და

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი დაპატიმრება დავით გარეჯის თემას უკავშირდება. ნატო ჩუბინიძის თქმით, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მხოლოდ პირადი კომპიუტერი და ძველი, გაფუჭებული ტელეფონი ამოიღეს.

ჩხრეკისას ამოიღეს ძველი ტელეფონი, რომელიც 2-3 წელია აღარ მუშაობს – დიტო ჩუბინიძის და
ჩხრეკისას ამოიღეს ძველი ტელეფონი, რომელიც 2-3 წელია აღარ მუშაობს – დიტო ჩუბინიძის დაალია

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ოჯახის წევრებისთვის სასაცილოა ის ბრალდება, რომელიც დიტო ჩუბინიძეს წარედგინა.

როგორც მისი და ამბობს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ვერაფერი უკანონო ვერ იპოვეს მისი ძმის სახლში და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მხოლოდ ძველი ტელეფონი, რომელსაც ეკრანი ჰქონდა გაფუჭებული და 2-3 წელია აღარ მუშაობს.

რაც შეეხება სოფლის სახლის ჩხრეკას – ნატო ჩუბინიძის თქმით, ამოღებულია მისი ძმის პირადი კომპიუტერი და ასევე, მობილური ტელეფონი.

სოფლის სახლიდან ამოიღეს კომპიუტერი და პირადი ტელეფონი, მეტი არაფერი აბსოლუტურად, რაც შეეხება დედაჩემის სახლს, თბილისის სახლზე მაქვს საუბარი, 2-3 წლის წინ რომ გაუშავდა ეკრანი ტელეფონს, ის ტელეფონი იდო უჯრაში და ჩათვალეს საჭიროდ, რომ წავიღებთ ამასო, თუ პრობლემა რ იქნებაო. ჩვენც არანაირი პრობლემა არ გვქონია. ეს ბრალდება არის სრულიად აბსურდი, ძალიან კარგად ვიცი, რასაც უკავშირდება ეს, დავით გარეჯის თემა, რომელიც წამოიწია ძალიან მწარედ, რომელიც მეჭეჭივით აზის ამ ხელისუფლებას, რომელზედაც ვერ გასცა ხელისუფლებამ ვერანაირი პასუხი აუდიტორიას, ქართველ ხალხს და პირადად ჩემ ძმას, როგორც ჟურნალისტს, წერილობითი დოკუმენტით დადასტურებული პასუხი ვერ გასცა და ეს იყო. ეს თემა უნდა გაჩერებულიყო, გაეჩერებინათ დიტო ჩუბინიძე. დიტო ჩუბინიძე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა წლების განმავლობაში, ის ხალხი, ვინც იმ რეჟიმის მესვეურნი იყვნენ, დღეს გარეთ არიანდა ჩემი ძმა ციხეშია, ეს არის აქაური სამართალი, რაც ამ ხელისუფლებამ შექმნა სამწუხაროდ, – ამბობს ნატო ჩუბინიძე.

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს, ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს - ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები