ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პუტინი დამნაშავე და მკვლელია“ - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა და ვლადიმირ პუტინს „დამნაშავე და მკვლელი“ უწოდა. იგი რუსეთისგან ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და ბლოკადაში მყოფი დაახლოებით 1700 ადამიანის ევაკუაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.

„პუტინი დამნაშავე და მკვლელია“ - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა
„პუტინი დამნაშავე და მკვლელია“ - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადარადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იტალიელმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქი) შექმნილი ვითარების გამო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რჩება დაახლოებით 1700 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც რუსეთის მხრიდან სრული ბლოკადის პირობებში ცხოვრობენ. მოსახლეობას არ აქვს საკვები და მედიკამენტები, ქალაქში არ არის ელექტროენერგია, გაზი და სასმელი წყალი. ამასთან, რუსი სამხედროები უარს ამბობენ, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფაზე.

რამდენიმე ხნის წინ უკრაინელმა სამხედროებმა დრონების საშუალებით ქალაქის მცხოვრებლებს ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდება შეძლეს. თუმცა, ადგილობრივების მონათხრობის თანახმად, დახმარების მიმღები ადამიანები რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს და „სარდაფებში ჩაყარეს“.

რადიო თავისუფლების პროექტის The CurrentTime-თვის მიცემულ ინტერვიუში პინა პიჩერნომ განაცხადა, რომ მის აქციას უკვე 450-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან ოკუპირებულ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებას მოითხოვენ.

პიჩერნო ასევე ამბობს, რომ არ სჯერა, თითქოს ვლადიმირ პუტინი მზად იყოს უკრაინასთან მშვიდობის დასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს.

პინა პიჩერნოს თქმით, მისი საპროტესტო აქცია მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებაა, რომლის მიზანიც ოლეშკიში შექმნილ მდგომარეობაზე ყურადღების მიპყრობაა:

„არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ უამრავი ადამიანი ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას და ეს ხდება საყოველთაო გულგრილობის ფონზე. მე ვარ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელიც ორ რამეს განასახიერებს: დემოკრატიასა და თავისუფლებას. არ შემიძლია შევეგუო იმ აზრს, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, 50-ზე მეტი ბავშვი და 1700-ზე მეტი ადამიანი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს! ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოლეშკისა და იქ მცხოვრები ადამიანების დასაცავად გაერთიანდეს. ჩემი ამ ქმედებით ოლეშკის მცხოვრებლებს ისიც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არიან, არავის დავიწყებიან და რომ ევროპელი ლიდერები მათ მხარეს დგანან. ეს ჩემს მოვალეობად და პასუხისმგებლობად მიმაჩნია”.

პინა პიჩერნომ ასევე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს.

“პუტინს ვეტყოდი, რომ ის დამნაშავესა და მკვლელივით იქცევა, - ამბობს იტალიელი პოლიტიკოსი, - ადამიანი, რომელიც გულგრილად უშვებს, რომ 50-ზე მეტი ბავშვი შიმშილით დაიღუპოს, ხოლო მოხუცებს, ავადმყოფებსა და ქალებს გადარჩენის საშუალებას არ აძლევს, რადგან დრონებით ესხმიან თავს ან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე ფეთქდებიან, სწორედ დამნაშავე და მკვლელია”.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები და მკვლელები დაუსჯელები არდარჩებიან.

“მათ ყოველთვის ასამართლებენ - მათ ისტორია ყოველთვის განსჯის. როგორც წესი, ისინი იმ ბედს იზიარებენ, რომელსაც იმსახურებენ. ამიტომ პუტინისგან მოვითხოვ, უზრუნველყოს თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მოვითხოვ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა გარანტირებული ჰქონდეთ”, - განაცხადა პინა პიჩერნომ.

ოლეშკი (Oleshky) - უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქი, რომელიც 2022 წლიდან იმყოფება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.

ქალაქი სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რუსული ჯარების მიერ გზების დანაღმვისა და ბლოკადის გამო იქ მაისიდან მოყოლებული აღარ შედის საკვები და მედიკამენტები. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და უკრაინული მხარე საკვების მიწოდებას დრონების საშუალებითაც კი ცდილობს.

ოლეშკიში შეწყვეტილია ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება.

ქალაქში დარჩენილი დაახლოებით 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გადასარჩენად და ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად პროცესებში ჩაერთო რომის პაპიც, რომელმაც დახმარების შეტანის მიზნით მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ყოველთვის ასამართლებენ - მათ ისტორია ყოველთვის განსჯის. როგორც წესი, ისინი იმ ბედს იზიარებენ, რომელსაც იმსახურებენ. ამიტომ პუტინისგან მოვითხოვ, უზრუნველყოს თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მოვითხოვ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა გარანტირებული ჰქონდეთ“
პინა პიჩერნო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაპი პუტინს მოუწოდებს შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინის ქალაქ ოლეშკიზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები