"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
"არსენალის" ნახევარმცველ დეკლან რაისის განცხადებით, 2026 წლის "ოქროს ბურთი" მისმა თანამემამულემ, "ბაიერნის" ფორვარდმა ჰარი კეინმა უნდა მოიგოს, რადგან ის ამ ჯილდოს უდავო გამარჯვებულია.

"არსენალის" 27 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა დეკლან რაისმა განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი" 2026 წელს მისმა თანამემამულე "ბაიერნის" ფორვარდმა ჰარი კეინმა უნდა მოიგოს.
"მეთოფეთა" შუახაზელმა აღნიშნა, რომ ჰარის არა მარტო გოლების გატანა, არამედ თანაგუნდელისთვის ასისტის მიცემაც შეუძლია და ეს მათთან შეხვედრაშიც დადასტურდა. მისივე თქმით, თავდამსხმელი ყველა კომპონენტში უმაღლეს დონეზეა.
"კეინის სტატისტიკა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. "არსენალთან" შეხვედრაში ყველამ ნახეთ მისი ასისტი და შემდეგ უზადო პენალტი. ის მართლაც არაჩვეულებრივი, ძლიერი და წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელია.
ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია", - განაცხადა რაისმა Football on TNT-სთან ინტერვიუში.
ციტატები სტატიიდან
„კეინის სტატისტიკა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. "არსენალთან" შეხვედრაში ყველამ ნახეთ მისი ასისტი და შემდეგ უზადო პენალტი. ის მართლაც არაჩვეულებრივი, ძლიერი და წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია“
„შეხვედრაში ყველამ ნახეთ მისი ასისტი და შემდეგ უზადო პენალტი. ის მართლაც არაჩვეულებრივი, ძლიერი და წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…