პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი 25 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 23:00 საათიდან 06:00-მდე იმოქმედებს
პარიზის რამდენიმე რაიონში 25 ოქტომბრის ჩათვლით კომენდანტის საათი იმოქმედებს, მარსელში კი მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად საპროტესტო აქციები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი 25 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 23:00 საათიდან 06:00-მდე იმოქმედებს. ამის შესახებ პოლიციის პრეფექტურაში განაცხადეს. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს პარიზში, რესპუბლიკის მოედნისა და ლე ალის მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნა ეკრძალებათ.
მარსელში კი შაბათს ყველა სახის საპროტესტო აქცია აიკრძალა. ქალაქში შაბათს შეჩერებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი მოსალოდნელი არეულობის თავიდან აცილებაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…