საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დღეს დაგეგმილი აქციები აკრძალა
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დაგეგმილი აქციები აკრძალა, რის მიზეზადაც ლიონის პრეფექტმა ეტიენ გიომმა ძალადობის თავიდან აცილება დაასახელა. პარიზში ძალაში რჩება კომენდანტის საათი და შეკრებების აკრძალვა ელისეს სასახლის, ეროვნული ასამბლეისა და სენატის მიმდებარედ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დღეს დაგეგმილი აქციები აკრძალა. როგორც ლიონის პრეფექტმა ეტიენ გიომმა განაცხადა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან აცილებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.
პარიზში კი ამ დრომდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 20:00 საათიდან აკრძალულია შეკრებები ელისეს სასახლის, ეროვნული ასამბლეის, სენატისა და შანზ-ელიზეს მიმდებარე ტერიტორიებზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.