ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal: ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვების მოხსნა სთხოვა

WSJ-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. საუბრის შემდეგ სისტემამ მუშაობა განაახლა, თუმცა უკრაინული მხარის განცხადებით, სერვისის სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ ბოლომდე არ აღდგენილა.

The Wall Street Journal: ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვების მოხსნა სთხოვა
The Wall Street Journal: ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვების მოხსნა სთხოვაიმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მათი საუბრის შემდეგ, ხუთშაბათს, სისტემამ ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. უკრაინის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Starlink-ის სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ არ აღდგენილა, თუმცა კავშირის სიჩქარე დაწესებული შეზღუდვის მოქმედების პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპმა მასკს განუცხადა, რომ უკმაყოფილო იყო სისტემის სიჩქარის შეზღუდვით. ის დაახლოებით საათში 100 მილზე, ანუ 160 კილომეტრზე იყო გათვლილი. ამ შეზღუდვის გამო უკრაინის ზოგიერთი დამრტყმელი დრონი და რუსული შეტევების მოსაგერიებლად განკუთვნილი უპილოტოს საფრენი აპარატი ეფექტიანად ვეღარ მოქმედებდა.

ტრამპისა და მასკის საუბარს წინ უძღოდა The Wall Street Journal-ის სტატია, რომელშიც გამოცემა წერდა, რომ მასკმა Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება გასცა. ამასთან, SpaceX-სა და თეთრ სახლს განსხვავებული ვერსიები აქვთ იმის შესახებ, მოქმედებდა მასკი დამოუკიდებლად თუ ადმინისტრაციის მითითებით.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტრამპი მიმდინარე კვირას თანაშემწეებსა და მოკავშირეებს ეუბნებოდა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება სურდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემას ფრონტის ხაზზე თავდაცვისთვის იყენებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელებაზე: დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები