პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal - დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მოუწოდა, მოხსნას უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები

The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მოუწოდა, უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები მოხსნას, რის შემდეგაც სატელიტურმა კავშირმა ქვეყანაში უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა.

The Wall Street Journal - დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მოუწოდა, მოხსნას უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები
ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მოუწოდა მოხსნას უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მილიარდერ ილონ მასკს დაურეკა და მოუწოდა, მოხსნას უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები. წყაროების თქმით, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, აღნიშნული საუბრის შემდეგ სატელიტურმა კავშირმა უკრაინაში უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ სისტემას ჯერ სრულად არ აღადგინა ფუნქციონირება, მაგრამ უფრო მაღალ სიჩქარეებზე მუშაობს, ვიდრე მანამდე, შეზღუდვების დროს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა გაღიზიანება გამოთქვა იმის გამო, რომ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ხელოვნურად შეზღუდულად რჩებოდა დაახლოებით 100 მილი/სთ-ზე (დაახლოებით 160 კმ/სთ).

კომპანია SpaceX-ს, ილონ მასკს და ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს აღნიშნულ საკითხზე კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპი მასკს უკრაინაში Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სთხოვს - მედია
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმასკმა უკრაინას Starlink-ის შეზღუდვა მოუხსნა - ტრამპი
  3. იმედინიუსისამთავრობოThe Wall Street Journal: ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვების მოხსნა სთხოვა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინა ჯერჯერობით არ ადასტურებს Starlink-ის სიჩქარის გაზრდას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები