ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: “საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ”

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლო

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე დასავლელი ლიდერების კრიტიკას სასამართლოში უხეში ჩარევა უწოდა და განაცხადა, რომ პროცესი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ეკა სეფაშვილი: “საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ”
ეკა სეფაშვილი: “საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ”POSTV

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების განცხადებები.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ჩარევები ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა, ისე, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები სასამართლოს გზით გაუქმდა.

„ევროპელი ლიდერების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და იმის ამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისთვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საუბარია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან, მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბევრი დამკვირვებელი ჰყავს და რაიმე გადაცდომა კანონებიდან გამორიცხულია.

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს იმდენად არასწორია მათი [ევროპელი ლიდერების] ქმედებები, რომ მათ უხეშ, არასწორ და აგრესიულ გამონათქვამებში ჩვენი სასარგებლო მომენტებიც კი გაიპარება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის უაღრესად აღმაშფოთებელი განცხადება, სადაც მან გააჟღერა ასეთი წინადადება – პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თუ უნდა მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დიახ, სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენ – ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებს შეეფერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი აკვირდება და ყოველი ფრაზა, გადაწყვეტილება გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი. ასე რომ, იქ ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპელი ლიდერების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და იმის ამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისთვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საუბარია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან, მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი გარედან მართულ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ საქართველოში და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები