ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატი ეკა სეფაშვილი უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესზე სასამართლოში უხეშ ჩარევას უწოდებს და ამტკიცებს, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავიმედინიუსი

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკური აქტორების განცხადებები.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ჩარევა ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა ისე, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები სასამართლოს გზით გაუქმდა.

„ევროპელი ლიდერების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და იმის გამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისათვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საქმე ეხება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბევრი დამკვირვებელი ჰყავს და რაიმე გადაცდომა კანონებიდან გამორიცხულია.

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს - იმდენად არასწორია მათი [ევროპელი ლიდერების] ქმედებები, რომ მათ უხეშ, არასწორ და აგრესიულ გამონათქვამებში ჩვენი სასარგებლო მომენტებიც კი გაიპარება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად აღმაშფოთებელი განცხადება, როდესაც მან თქვა ასეთი წინადადება - პოლიტიკური პარტიები თუ უნდა აიკრძალოს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დიახ, სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენ - ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებს შეეფერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი აკვირდება და ყოველი ფრაზა, გადაწყვეტილება გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი. ასე რომ, იქ ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპელი ლიდერების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და იმის გამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისათვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საქმე ეხება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“
ეკა სეფაშვილი
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს - იმდენად არასწორია მათი [ევროპელი ლიდერების] ქმედებები, რომ მათ უხეშ, არასწორ და აგრესიულ გამონათქვამებში ჩვენი სასარგებლო მომენტებიც კი გაიპარება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად აღმაშფოთებელი განცხადება, როდესაც მან თქვა ასეთი წინადადება - პოლიტიკური პარტიები თუ უნდა აიკრძალოს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დიახ, სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენ - ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებს შეეფერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი აკვირდება და ყოველი ფრაზა, გადაწყვეტილება გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი. ასე რომ, იქ ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: „პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელმაც, ფაქტობრივად, უნდა გააჯანსაღოს საქართველოს პოლიტიკური ველი და უკეთესი მომავლისთვის საფუძველი ჩაუყაროს იმ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით, რის გამოც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სარჩელი შევიტანეთ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები