„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას აანონსებს
პარტია „თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასა და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას ცდილობს.

„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია აანონს, ამის შესახებ პარტიამ სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება
„21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს.
ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს; არღვევს მრავალპარტიულობის პრინციპს და დემოკრატიის საფუძვლებს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციას ავალდებულებს, ერთპარტიული რეჟიმით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობით, “ქართული ოცნება” ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ალტერნატივას ძალაუფლების უზურპაციისთვის. შექმნილი პრეცედენტით და სამართლებრივი ბერკეტით, მომავალშიც ნებისმიერი ახალი ოპონენტი თუ განსხვავებული აზრი, შესაბამასად პოლიტიკური საქმიანობაც, სამუდამოდ აიკრძალება.
ეს ისტორიული საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის.
ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი არჩევანისა და თავისუფლებისთვის!
შევხვდებით ბათუმში, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე!“ – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2026 წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.
№1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.
პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
ციტატები სტატიიდან
„ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს. ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს; არღვევს მრავალპარტიულობის პრინციპს და დემოკრატიის საფუძვლებს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციას ავალდებულებს, ერთპარტიული რეჟიმით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობით, “ქართული ოცნება” ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ალტერნატივას ძალაუფლების უზურპაციისთვის. შექმნილი პრეცედენტით და სამართლებრივი ბერკეტით, მომავალშიც ნებისმიერი ახალი ოპონენტი თუ განსხვავებული აზრი, შესაბამასად პოლიტიკური საქმიანობაც, სამუდამოდ აიკრძალება. ეს ისტორიული საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის. ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი არჩევანისა და თავისუფლებისთვის! შევხვდებით ბათუმში, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.