საქართველო ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას რუსეთისგან შეიძენს
„როსსელხოდნადზორის“ ცნობით, საქართველო 2027 წლის პირველ კვარტალში რუსეთისგან ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს, თუმცა გარიგების ღირებულება დაკონკრეტებული არ არის.

საქართველო რუსეთისგან ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს. შესყიდვა 2027 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სანიტარული სამსახური (როსსელხოდნადზორი) ავრცელებს. შესყიდვის ღირებულება დაკონკრეტებული არ არის.
რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ როსსელხოდნადზორის წარმომადგენლებმა თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარშიც მიიღეს მონაწილეობა.
რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის ნოემბრიდან ორ ქართულ რძის გადამამუშავებელ კომპანიას რუსეთში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ, ასევე მიმოხილულია ცოცხალი ღორებისა და ხილის ვაჭრობის მაჩვენებლები, თუმცა არაფერია ნათქვამი მათ მიერვე დაწესებულ ახალ ნაწილობრივ ემბარგოზე.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…